„სამედიცინო კორპორაცია ევექსმა “ სამცხე-ჯავახეთში ექთნების გადამზადება დაიწყო. რვა თვიან კურსებს ის დამწყები მედიკოსები გაივლიან, რომლებიც ჯერ კიდევ სტუდენტები არიან და რეგიონის უნივერსიტეტში ან აკრედიტებულ კოლეჯებში სწავლობენ.
კურსები პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებებს მოიცავს, რომელსაც მსურველები ახალციხის რეფერალურ საავდმყოფოში გაივლიან. როგორც „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ სასწავლო ცენტრის ხელმძრვანელი განმარტავს. პროექტი მიზნად, საქართველოს მასშტაბით, ექთნების კვალიფიკაციის ამაღლების მხრივ, თეორიული და პრაქტიკული სწავლების ჩატარებას ისახავს. მათთვის ლექციები უფასოა.
პროექტის დასასრულების შემდეგ ყველა ის კანდიდატი, რომელიც გამოცდაზე საკვალიფიკაციო ბარიერს გადალახავს, „ევექსის“ ქსელში არსებულ ჰოსპიტალებში დასაქმდება.
პირველ ეტაპზე ახალციხიდან სემინარებში მონაწილეობას 45 დამწყები ექიმი იღებს.
ექთნების გადამზადების პირველი გრძელვადიანი პროგრამა „ევექსის“ სასწავლო ცენტრის ორგანიზებით იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში უკვე მიმდინარეობს და მასში 160-მდე კანდიდატი მონაწილეობს.