კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10 გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 1006 გახდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10-ით გაიზარდა და 883-ს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5640 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 244 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.
გარდაცვლილია 15 პირი.