4 ოქტომბერს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებენ. რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს თბილისიდან მოწვეული პედიატრების გუნდი გასინჯავს, ალერგოლოგის, ტრავმატოლოგ-ორთოპედის, კარდიოლოგის, რევმატოლოგის, გასტროენტეროლოგის, უროლოგ-ნეფროლოგის, ქირურგის, ნევროლოგისა და ოტორინოლარინგოლოგის შემადგენლობით.
კონსულტაციები 11:00 დან – 18:00 – მდე გაგრძელდება, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მსგავსი სახის აქციას ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.