17 აგვისტოს ახალციხის რაიონულ ჰოსპიტალში სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ორგანიზებით, იმ ბავშვებს ვისაც კარდიოლოგიური პრობლემები, გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკები აქვთ, უფასო სამედიცინო კონსულტაციები და კარდიო-ექოსკოპიური კვლევები ჩაუტარდებათ.
კარდიოლოგიური პროფილით პაციენტებს კონსულტაციებს თბილისიდან მოწვეული, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს კარდიოლოგები ჩაუტარებენ.
ექიმებთან მიღება 11:00 სთ–ზე დაიწყება და 18:00 სთ–მდე გაგრძელდება. გარდა ამისა, აგვისტოს ბოლოს თბილისს, იტალიელი კარდიოქირურგების გუნდი ეწვევა, რომლებიც ქართველ ექიმებთან ერთად, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს კარდიოქირურგიის განყოფილებაში, გულის მანკების მქონე ბავშვებში ოპერაციებს ჩაატარებენ.
სამედიცინო კონსულტაციებისა და კარდიო-ექოსკოპიური კვლევების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: + 995 32 2 55 05 05 მის: ახალციხე, რუსთაველის ქ. №105 ა.