საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 263 პირი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 10 263 პირი მკურნალობს კურსს ბინაზე გადის, 6 286 ადამიანი კი საავადმყოფოში მკურნალობს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 942 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 421 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 393. მათ შორის, 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 760, აჭარაში -1 016, იმერეთში -1 201. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 942 პირი, მათ შორის, თბილისში-429, აჭარაში -150, იმერეთში -214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 421 პირი, მათგან თბილისში -179, აჭარაში-119, იმერეთში -41.
3 844 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1291-თბილისში, 1 998-აჭარაში, 285- იმერეთში. 10 263 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 076 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-416, აჭარაში -1 049, ხოლო იმერეთში -35“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.