ახალი რეგულაციები და გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა
00:00 / 01.12.2020
კორონავირუსის რეკორდული მატების გამო სახელმწიფომ რეგულაციები გაამკაცრა. 28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. რეგულაციების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო.
28 ნოემბრიდან საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა დროებით იკრძალება. შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებზე. ახალციხელი მძღოლების თქმით, ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებით ისინი მნიშვნელოვნად დაზარალდებიან, რადგან ახალი რეგულაცია, ორი თვის განმავლობაში მათ ოჯახებს ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე ტოვებს.
მძღოლებისგან განსხვავებით, ავტოსადგურის გამცილებელი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება სამართლიანია, რადგან მოსახლეობის პანიკის გამო მუშაობა არც აქამდე იყო.
„ ჩავიკეტებით და დავიწყებთ შიმშილობას, რადგან შემოსავალი აღარ გვექნება, პურის ფული როგორ უნდა ვიშოვოთ?“- ამბობს ახალციხე-თბილისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გია ლომიძე.
ახალი რეგულაციები შეეხო რესტორნებსაც. 28 ნოემბრიდან მათი მუშაობაც იკრძალება, თუმცა შეუძლიათ გატანის სერვისით ისარგებლონ. რამდენად შეძლებენ ახალციხის რესტორნები ახალ აკრძალვებისთვის ფეხის აწყობას, ამაზე კვების ობიექტების მენეჯერები წინასწარ ვერ საუბრობენ. თუმცა ფაქტია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩამოყალიბებულ მუშაობის ახალ სტილს, ახალციხეში, რესტორნების უმეტესი ნაწილი ვერ მოერგო და უკვე დაიხურა. „ ჩვენ პირველი ტალღის დროს გავაკეთეთ მიტანის სერვისი, მაგრამ იმ რესტორნებმა რა ქნან, რომლებსაც არ აქვთ, მოუწევთ დაკეტვა, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ არის სამართლიანი ეს შეზღუდვები“, - ამბობს რესტრანი „საღიღინოს“ მენეჯერი.
ორი თვით მუშაობას შეაჩერებენ ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. რეგულაცია ვრცელდება ახალციხის სპორტდარბაზეც. მწვრთნელი სახელმწიფოს მიერ დადგენილ ახალ აკრძალვებს არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ მძიმე პერიოდში ადამიანებისთვის სპორტით დაკავება მნიშვნელოვანია. სპარტაკ თაქთაქიძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდებას რეგულაციების გამკაცრებითაც შეძლებდნენ. მისი აზრით, სპორტდარბაზების დახურვა გამოსავალი არ არის.
„რა უნდა ვქნათ, კიდევ დავიკეტებით, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება, არ ვეთანხმები ამ რეგულაციებს, რადგან სპორტი ადამიანებისთვის ეპიდსიტუაციის დროს ძალიან მნიშნელოვანია“, - ამბობს ახალციხის სპორტდარბაზის მწვრთნელი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, იკრძალება სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეებისა თუ სტუდიების საქმიანობა. ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00-დან 05:00 საათამდე ტრანსპორტითა და ფეხით გადაადგილება შეზღუდულია. გამონაკლისი ახალი წლისა და შობის ღამე იქნება - 31 დეკემბერსა და 6 იანვარს მოქალაქეებს ღამის საათებში მოძრაობა უპრობლემოდ შეეძლებათ. გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.