სამცხე–ჯავახეთის კოვიდმიმღებ კლინიკებში 23 საწოლი გათავისუფლებისთანავე შეივსო
სამცხე–ჯავახეთის კოვიდმიმღებ კლინიკებში, ინფიცირებული პაციენტებისთვის 2 დეკემბერს, დილით 23 ადგილი გათავისუფლდა, რომელიც მალევე შეივსო.
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალში, ინფიცირებული პირებისთვის 17 საწოლია გამოყოფილი, კლინიკა „იმედში“ – 60, ადიგენში - 30 და ნინოწმინდაში - 15. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში დაინფიცირებული პაციენტებისთვის სტაციონარული მომსახურების გაწევა ერთდროულად 122 პაციენტისთვის არის შესაძლებელი.
ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის განცხადებით, ორი დეკემბრის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 611 თავისუფალი საწოლია.