რამდენი ადგილია თავისუფალი სამცხე–ჯავახეთში კოვიდპაციენტებისთვის?
11 დეკემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთის სამედიცინო დაწესებულებები მხოლოდ 4 კოვიდპაციენტის მიღებას შეძლებენ. რაც შეეხება კოვიდსასტუმროს, აქ 30 თავისუფალი ადგილია.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდპაციენტებისთვის, რეგიონის მასშტაბით, 122 საწოლია მობილიზებული. ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ინფიცირებული პირებისთვის 17 საწოლია განკუთვნილი, კლინიკა „იმედში“- 60, ადიგენში - 30, ნინოწმინდაში - კი 15 საწოლი.
ახალციხის ორ კოვიდმიმღებ სასტუმროში სულ 95 ადგილია მობილიზებული.