რეგიონის კოვიდკლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა გაიზარდა
23 დეკემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთის სამედიცინო დაწესებულებები 25 კოვიდპაციენტის მიღებას შეძლებენ. ამ დროის მონაცემებით, კლინიკებში 133 საწოლია დაკავებული. რაც შეეხება კოვიდსასტუმროს, აქ 51 თავისუფალი ადგილია.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდპაციენტებისთვის, რეგიონის მასშტაბით, 158 საწოლფონდია მობილიზებული. მათ შორის, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ინფიცირებული პირებისთვის 17 საწოლია გამოყოფილი, კლინიკა „იმედში“ - 60, ადიგენში - 30, ბორჯომში - 36, ნინოწმინდაში კი 15 საწოლი.
ახალციხის ორ კოვიდმიმღებ სასტუმროში სულ 95 ადგილია მობილიზებული.