ნინოწინდაში, მატარებლის დაჯახებისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ნინოწინდა-ოროჯოლარის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. 40 წლამდე მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. სამედიცინო დაწესებულების პრესსამსახურის ინფორმაციით, მას სუნთქვითი მხარდაჭერა ისევ სჭირდება.
„ექიმის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ისევ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. მიუხედავად მისი გამოჯანმრთელებისა, იგი კვლავ სუნთქვით მხარდაჭერას საჭიროებს“, - განმარტავენ კლინიკის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 19 იანვარს მოხდა. ნინოწინდა-ოროჯოლარის გზაზე მატარებელი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, რომელშიც 40 წლამდე ცოლ-ქმარი იჯდა. ავარიისას მიღებული ტრამვების შედეგად, ქალი თბილისში გადაყვანისას გარდაიცვალა.