ჯანდაცვა
ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ახალციხის კლინიკა "იმედის" ექთანი შეუძლოდ გახდა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა ქალმა გონება დაკარგა და კომაში ჩავარდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
კლინიკის ეზოში ექთნის ნათესავები შეიკრიბნენ და პაციენტის ნახვას ითხოვენ. ექიმები კი მათ სამედიცინო დაწესებულებაში არ უშვებენ. ამის გამო, პაციენტის ნათესავებმა ვიტრინები ჩაამტვრიეს.
რამ გამოიწვია ახალგაზრდა ქალის მდგომარეობის გაუარესება - ჯანდაცვის სამინისტროში ჯერ არ საუბრობენ. უწყების პრესსამსახურში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
ინცინდენტის გამო, ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. დაიწყო თუ არა გამოძიება მომხდარზე - შსს-ს პასუხს ამ დრომდე ველით.
გააზიარეთ :