ახალციხის კლინიკა "იმედის" ექთანი მეგი ბაქრაძე 18 მარტს, 12:15 წუთზე აიცრა და უშუალოდ ვაქცინის გაკეთების შემდეგ თავს კარგად გრძნობდა, რაც „მეცხრე არხის“ კამერამაც აღბეჭდა. ჩვენ მას აცრის შემდეგ გავესაუბრეთ. ექთანი აცრის აუცილებლობას უსვამდა ხაზს და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობდა.
კლინიკა „იმედის“ ექთანს მეგი ბაქრაძეს აცრამდე ტემპერატურა გაუზომეს და „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ამის შემდეგ გაუკეთეს. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჯგუფი კლინიკაში, ექთნის აცრიდან, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. სწორედ ამ პერიოდში ჩავწერეთ მასთან ინტერვიუ. შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალი ცუდად გახდა. მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. პაციენტი მეორე დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.
ექთნის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალგარზრდა ქალს შესაბაისი მკურნალობა არ ჩაუტარდა, რასაც კლინიკაში კატეგორიულად უარყოფენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზოგ ადამიანს, განსაკუთრებით მათ, ვინც ალერგიულია, კორონავირუსის ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე, ისევე როგორც სხვა ვაქცინასა თუ წამალზე, შესაძლოა ჰქონდეს რეაქციის მაღალი რისკი. მილიონ აცრილ ადამიანში ერთს, შეიძლება განუვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქცია. ჯანმო-ს ჩევით, აცრილმა ადამიანმა არ უნდა დატოვოს კლინიკა ვაქცინის გაკეთებიდან 30 წუთის განმავლობაში. ვაქცინაციის ყველა პუნქტში უნდა იყოს ექიმი შესაბამისი აღჭურვილობით, რომ დროულად შესძლოს დახმარების აღმოჩენა.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინა მსოფლიოში 17 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.