მსურველთა არყოფნის გამო, სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაცია არ ტარდება
13:32 / 22.03.2021
სამცხე-ჯავახეთში ორშაბათი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების დღეა, თუმცა რეგიონში ვაქცინაციას არავინ იტარებს. BOOKING.GOV.GE-ს მიხედვით, 22, 23 და 24 მარტს აცრის სურვილი ჯერ არც ერთ სამედიცინო პერსონალს არ გამოუთქვამს და ვიზიტი არ დაუჯავშნია.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინა შეტანილია რეგიონის სამ სამედიცინო დაწესებულებაში - ახალციხის კლინიკა „იმედში“, ბორჯომის სამედიცინო ცენტრსა და ახალქალაქის საავადმყოფოში.
ვაქცინის ერთი ფლაკონი იმ შემთხვევაში იხსნება, თუ 10 მსურველი შეგროვდება. ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქში გვითხრეს, რომ აცრის მსურველი ჯერ არ ჰყავთ.
პირველ ეტაპზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).
სამცხე-ჯავახეთში ვაქცინის 1 400 დოზაა შემოტანილი. ვაქცინაცია 15 მარტს ახალციხიდან დაიწყო. შეგახსენებთ, რომ 18 მარტს „იმედში“ ვაქცინაცია ჩაიტარა ამავე კლინიკის მედდამ მეგი ბაქრაძემ. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.