ჯანდაცვა
Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია
კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით დაეშვა. საქართველომ Pfizer-ის ვაქცინა აშშ-დან მიიღო.
მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება საკოორდინაციო საბჭომ გასცა. ასეთი კი 65 წელს ზემოთ ასაკის პირები არიან. მათ ექნებათ საშუალება AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის არჩევანი გააკეთონ.
გააზიარეთ :