ჯანდაცვა
რჩევები მათთვის, ვინც უკვე აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინსტრუქციას აქვეყნებს მათთვის, ვინც კოვიდ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.
მათთვის, ვინც გაიკეთა COVID-19 ვაქცინის პირველი დოზა, კვლავ მნიშვნელოვანია:
· ატაროთ პირბადე ღია და დახურულ სივრცეებში
· დაიცვათ სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია
· თავი აარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს
· მოგზაურობისას გაითვალისწინოთ დაწესებული შეზღუდვები
· სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთოთ COVID-19 ტესტირება
საქართველოში ორი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი- ოქსფორდ-ასტრაზენეკა (43200 ერთეული) და პფაიზერ-ბიონტექი (29250 ერთეული).
ჯანდაცის მუშაკებთან ერთად უკვე 65 წლის და უფროსი პირებიც იცრებიან.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია booking.moh.gov.ge-ზე მიმდინარეობს.
გააზიარეთ :