ჯანდაცვა
ვალეში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
დღეს, 29 მარტს ვალეს პირველი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, რადგან მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლა დისტანციურ სწავლებაზე 7 აპრილამდე დარჩება.
ონლაინ გაკვეთილები ტარდება ახალციხის #5 სკოლაშიც, სადაც ინფიცირებული ასევე სკოლის მოსწავლეა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 15 თებერვლიდან განახლდა. გაკვეთილები სპეციალური რეკომენდაციების საფუძველზე ტარდება.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნული რეკომენდაციები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ შესაბამის რეგულაციებთან ერთად, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას მიაწოდა.
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 734-ია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვლევაში რჩება 5 ნიმუში. კოვიდ კლინიკაში 10 პაციენტი მკურნალობს.
24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 4 675-ს.
თვითიზოლაციაში იმყოფება 76 პირი, აქედან ახალციხეში 27 პირი, ახალქალაქში 1 და ბორჯომში 18 პირი.
რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 48 პაციენტია გარდაცვლილი.
გააზიარეთ :