ვიცოდი, რომ დაბალ რგოლზე, ექთნებზე გადატყდებოდა - გარდაცვლილი მედდის ქმარი
12:35 / 08.04.2021
გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრებს, ექიმების შეცვლილი ჩვენების არ სჯერათ. მათი თქმით, ჯანდაცვის სექტორი და ძალოვანი უწყებები ცდილობენ, რეალური დამნაშავიდან ყურადღება სამედიცინო პერსონალზე გადაიტანონ.
მეგი ბაქრაძის ქმარი და დედამთილი დარწმუნებული არიან, რომ იმუნიზაციის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე კლინიკაში იმყოფებოდა იმ დროს, როცა მეგის გვერდითი რეაქცია, პირველადი ინფორმაციით ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
გარდაცვლილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა. მანუჩარ კობახიძე ვარაუდობს, რომ ექიმებმა გამომძიებლების და კლინიკის ადმინისტრაციის ზეწოლით შეცვალეს ჩვენება.
კლინიკა "იმედის" ორ ექიმსა და ერთ ექთანს პროკურატურამ ბრალი ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, შვიდ აპრილს წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვიოლეტა ინასარიძე არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.
სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ. ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.
პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიებისთვის მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ფაქტს სწავლობს რეგულირების სააგენტოც, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.
28 წლის მედდა მეგი ბაქრაძე 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.