ახალციხის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური ჩამოყალიბდა. დაწესებულებამ, ჩამოყალიბების დროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპატამენტისგან ის დებულებები, მითითებები და რეკომენდაციები მიიღო, რის საფუძველზეც საშტატო განრიგი შეიქმნა.
სამსახურის მოვალეობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფექციური და არაინფექციური დაავადებების აღრიცხვა, ავადობის მაჩვენებლის ანალიზი, მეთვალყურეობა და ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება შედის.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, წელიწადში ერთხელ, თემში შემავალ საბავშვო ბაღებში მონიტორინგს წყალმომარაგების სისტემაში და სხვა დაწესებულებებში განახორციელებს. საგანგებო სიტუაციების დროს კი, რიგგარეშე მონიტორინგის მოწყობაცაა შესაძლებელი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ეთერ ხმალაძე ხელმძღვანელობს.