ჯანდაცვა
თუ მოსახლეობის 60% ორჯერადად აიცრება, გარე სივრცეში ნიღბებს მოვიხსნით - გამყრელიძე
უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიური აცრის რაოდენობა მაისი-ივნისში გვქონდეს 5 000-6 000-ის ფარგლებში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის შემდეგ განაცხადა.

მან საქართველოს მოსახლეობას ამცრელ პუნქტებში აქტიურად მისვლისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდა. გამყრელიძის განცხადებით, 300 ადამიანის აცრა ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს უტოლდება. ასევე განმარტა, რა შემთხვევაში შემსუბუქდება პირბადის ტარების რეგულაცია. 

”იმუნიზაციის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება, თუ ჩვენი მოსახლეობის 60% ორჯერადად ავიცრებით, გარე სივრცეში ნიღბებს უკვე მოვიხსნით. მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, რომ აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნქტებში და ავიცრათ. დღეს აცრები წარმოებს 91 სამედიცინო დაწესებულებაში 137 ბრიგადით. საშუალოდ გვქონდა 1200-1500 აცრა დღიურად, დღეს უკვე 2800-მდე ადამიანი უნდა აიცრას სამივე ვაქცინით ქვეყანაში, მაგრამ არც ეს იქნება საკმარისი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიური აცრის რაოდენობა მაისი-ივნისში გვქონდეს 5000-6000-ის ფარგლებში. ამ შემთხვევაში უკვე წავალთ იმ მიზნისკენ, რაც გვაქვს დეკემბრის ბოლოსთვის მისაღწევი, ეს მიზანი არის ჯანმრთელი მოსახლეობა, რომ ყოველდღიურად არ იყოს 10-15 ადამიანის გარდაცვალება კოვიდით. 300-500 ადამიანის აცრა არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე. გავითავისოთ ყველამ ეს და მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი, რომ დავასრულოთ ეს ეპიდემია ჩვენთან და პანდემია მსოფლიოში“,
- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 24 °C
img
ახალქალაქი 20 °C
img
ასპინძა 23 °C
img
ადიგენი 19 °C
img
ბორჯომი 26 °C
img
თბილისი 27 °C
img
აბასთუმანი 19 °C
img
ბაკურიანი 15 °C
img
ნინოწმინდა 20 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
4.1392
RUB
RUB
100
4.6170
TRY
TRY
1
0.4052
USD
USD
1
3.4186
AMD
AMD
1000
6.5420
კალენდარი
«« მაისი  »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.