ქვეყანას მალე წარედგინება კოვიდ პასპორტი - ამირან გამყრელიძე
17:31 / 15.05.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აანონსებს, რომ მომავალ კვირაში მოსახლეობას კოვიდ პასპორტს წარუდგენენ და ვაქცინირებული ადამიანებისთვის დაწესებულ შეღავათებსაც დაამტკიცებენ.
ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ახალციხეში ვიზიტისას ამ საკითხებთან ერთად, ვაქცინაციის ნელ ტემპზეც ისაუბრა. გამყრელიძის თქმით, აცრებზე ყველაზე დაბალი აქტივობა სამცხე-ჯავახეთშია. "იმუნიზაციის ადვოკატირება ძალიან მნიშვნელოვანია. სამცხე-ჯავახეთი სხვა რეგიონებთან შედარებით უკეთესად გამოიყურება კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით. მაგრამ არ გვაქვს იმუნიზაციის ის მაჩვენებლები, რაც უნდა გვქონდეს. სამწუხაროდ, დუნედ მიდის პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე 3 000-ზე მეტი პირი იცრება. მაისის ბოლოსკენ საშუალო მაჩვენებელი უნდა ავწიოთ საშუალოდ, 5-6 ათასამდე. ივნისში კიდევ უფრო მეტი, ივლისიდან უნდა დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია - დღეში 15 000-მდე ადამიანი. მოგვიწევს სოფელ-სოფელ სიარული, მობილური ბრიგადებით მუშაობა, ისე პანდემიას ვერ დავასრულებთ. მიმდინარეობს სერიოზული მოლაპარაკებები, რომ ვაქცინის მარაგი შეიქმნას ქვეყანაში“.
გამყრელიძის თქმით, უკვე გაიცა პირველი კოვიდ პასპორტი და ის საქართველოს მოქალაქემ მიიღო, რომელიც აშშ-ში გაემგზავრა.
NCDC-ის ხელმძღვანელი უკმაყოფილოა აცრილი სამედიცინო პერსონალის რაოდენობითაც. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში თანამშრომელთა მხოლოდ 42%-ია აცრილი. ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ თვის ბოლოს 500 თანამშრომლიდან მინიმუმ, 80% უნდა იყოს აცრილი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.