C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში რეგიონში არსებული კლინიკებიც ჩაერთვნენ. თუმცა სამცხე–ჯავახეთში ფარმაცევტული პრეპარატის მიღების მსურველთა რაოდენობა დიდი არ არის.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად, სოციალური მომსახურების სააგნეტოს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ცენტრს რეგიონიდან მხოლოდ ერთმა ადამიანმა მიმართა. პიროვნებას, რომელსაც პროგრამაში ჩართვა სურს, 18 სავალდებულო კვლევის გავლა მოუწევს. შემდეგ კი დაავადების სირთულეზეა დამოკიდებული, ჩასვამენ თუ არა მას ელიმინაციის პროგრამაში და მისცემენ თუ არა პრეპარატ სოვალდს უფასოდ.
პროექტის თანახმად, წელიწადში C ჰეპატიტით დაავადებულ 20 000 პაციენტს სახელმწიფო უფასოდ უმკურნალებს. პროექტის ღირებულება 2 მლრდ დოლარია. პროცედურები, რომლებიც ც ჰეპატიტის მკურნალობისს დაწყებისთვისაა საჭირო საქართველოში მხოლოდ შვიდ კლინიკაში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ხორციელდება. მედიკოსები სიციცხლის გადასარჩენად დაავდებულებს პროგრამაში დაუყოვნებლივ ჩართვისკენ მოუწოდებენ.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის აქტიური სარეკლამო კამპანიის მიუხედავად, სამცხე–ჯავახეთში მაცხოვრებელთა უმეტესობას პროგრამის, მკურნალობისა და დაავადების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ C ჰეპატიტთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობა უნდა მოხდეს და რისკის მქონე დაწესებულებების მონიტორინგი მკაცრად უნდა განხორციელდეს.
სახელმწიფო მკურნალობაში ჩართვამდე საჭირო კვლევების თანადაფინასებას 30% ახორციელებს. ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთაც სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000–ს, თანადაფინანსება 70%–ია.