კორონავირუსით 60 წლის ახალციხელი ქალი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების თანამშრომელი კორონავირუსს ემსხვერპლა. 60 წლის ქალი საავადმყოფოში ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ, 16 ივნისს გარდაიცვალა.
ის ჯერ კლინიკა „იმედში“ მოათავსეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა და მალევე აღმოაჩინა რომ კორონავირუსი ჰქონდა. თავიდან უსიმპტომოდ დაეწყო, რამდენიმე დღეში ჯერ სიცხე მისცა შემდეგ სუნთქვა გაუჭირდა“, - ამბობენ ახლობლები.
სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ქალი ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა.
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 57 გახდა.