მეგი ბაქრაძის საქმეზე მოკვლევა დავასრულეთ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
17:53 / 24.06.2021
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის პათანატომიური კვეთის შედეგებს ელის. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან დოკუმენტის მიღების შემდეგ, შესწავლილ მასალებს კლინიცისტებს გადაუგზავნის. შესაბამისი დარგის სპეციალისტები დაადგენენ, რამდენად სწორად გაუწიეს მედდას სამედიცინო დახმარება კლინიკა „იმედის“ ექიმებმა.
სააგენტოს დირექტორის ზაალ კაპანაძის თქმით, თუ ექიმების მხრიდან გადაცდომა გამოიკვეთება, საბჭო იმსჯელებს და მათ პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
მეგი ბაქრაძის საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემისთვის ორ ექიმს და ერთ ექთანს, სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალი წაუყენა, რაც 2-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
28 წლის ექთანს მეგი ბაქრაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.