9 რაიონული საავადმყოფო სახელმწიფო ბალანსზე გადადის. ამის შესახებ დავით სერგეენკომ განცხადება მთავრობის დღვანდელ სხდომაზე გააკეთა. აღნიშნულ 9 საავადმყოფოს შორის სამცხე-ჯავახეთიდან ბაკურიანის სამედიცინო დაწესებულებაა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კერძო კომპანიებმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს, რის გამოც სახელმწიფო უკან იბრუნებს საავადმყოფოებს. კლინიკების დაბრუნება მთავრობას 12 მილიონი ლარი დაუჯდება.
“დღეს სამინისტროდან გადის ტექნიკური ადმინისტრირების საკითხი, რომელიც შეეხება მეორე ეტაპზე გამოსყიდული რაიონული საავადმყოფოების მართვის უფლების გადაცემას. სულ არის 19 საავადმყოფო, აქედან 9 რაიონის იყო, სადაც ინვესტორმა ვალდებულება არ შეასრულა, დანარჩენი იყო ორი სადაზღვევო კომპანიისგან, რომელთაგანაც გამივისყიდეთ საავდმყოფოები. ჯამში, ინვესტორებთან ურთირთობის გასწორება სამინისტროს არაფერი არ დაუჯდა, რადგან მათ ვალდებულებები არ შეასრულეს და უბრალოდ ჩამოვართვით. გამოსყიდვებს რაც შეეხება, სულ 12 მილიონი დაჯდა”– განაცხადა სერგეენკომ.