ახალციხის სკოლების 42 პედაგოგი რეფერალურ ჰოსპიტალში სინოფარმითა და ფაიზერით აიცრა. მას მეთვალყურეობას ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, იაშვილის კლინიკის დირექტორი ივანე ჩხაიძე, კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად ყიფიანი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი უწევდნენ.