ჯანდაცვა
სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირები იქნება ჩვენთვისაც პირველი ჯგუფი, ვისთან დაკავშირებითაც ვისაუბრებთ „ბუსტერ“ დოზაზე - თამარ გაბუნია
სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირთა ჯგუფი იქნება პირველი, ვისაც შესაძლოა, საქართველოში ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა გაუკეთდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, მოსახლეობის სხვა ნაწილის შემთხვევაში საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს დაელოდება ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებასთან დაკავშირებით.

„ბუსტერ“ დოზებთან დაკავშირებით ერთი არის ტექნიკური გადაწყვეტილება ექსპერტების მხრიდან თუ რამდენად არის „ბუსტერ“ დოზა აუცილებელი იმისთვის, რომ იმუნიტეტი იყოს მყარი ვაქცინაციის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით გარკვეული მხარდამჭერი მეცნიერული მტკიცებულებები უკვე არსებობს და საერთაშორისოდ, დაახლოებით, 6-8 თვე არის რეკომენდებული მესამე დოზისთვის.

უფრო ხშირად საუბარია სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებზე და ეს იქნება ჩვენთვისაც პირველი ჯგუფი ვისთან დაკავშირებითაც ვისაუბრებთ „ბუსტერ“ დოზაზე. სხვა დანარჩენთან დაკავშირებით ეს ყველაფერი ისევ დამოკიდებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე, რომელიც ჯერჯერობით ასეთი მკაფიო და ცალსახა „ბუსტერი“ დოზის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არ არის“,
- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამინდი
ახალციხე 2 °C
img
ახალქალაქი -1 °C
img
ასპინძა 2 °C
img
ადიგენი 8 °C
img
ბორჯომი 3 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი 1 °C
img
ბაკურიანი -5 °C
img
ნინოწმინდა -1 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6497
RUB
RUB
100
4.4921
TRY
TRY
1
0.3223
USD
USD
1
3.1401
AMD
AMD
1000
6.5941
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.