სამცხე-ჯავახეთში ერთ დღეში მხოლოდ შვიდი ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში, ერთ დღეში მხოლოდ შვიდი ადამიანი აიცრა.
კვირას, შვიდ ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით 1 204 ადამიანი აიცრა.
საქართველოში სულ ჩატარებულია 2 005 229 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 36.9 %.
სრულად ვაქცინირებულია 952 831 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.4%.