სამედიცინო მომსახურება ახალციხეში და ადგილობრივი მედიკოსების მიმართ მოსახლეობის ნდობის საკითხი –აღნიშნულ თემაზე „მეცხრე არხმა“ საზოგადოებრივი აზრი გამოიკითხა. საკითხის ირგვლივ ახალციხეში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ნაწილი ქალაქში არსებულ სამედიცინო დაწესებულების მუშაობას დადებითად აფასებს, ნაწილი კი ხარვეზებზე საუბრობს.
ახალციხეში არსებულ სამედიცონო მოსახურებას საზოგადოება როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად აფასებს. მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თვლის, რომ ადგილობრივი ექიმების კომპეტენტურობის საკითხი საეჭვოა, ამიტომ, ისინი ქალაქის საავადმყოფოებს არ სტუმრობენ და დედაქალქის სამედიცინო დაწესებულებებით სარგებლობენ. მათი აზრით, საავადმყოფოების მენეჯერები მუდმივად უნდა ცდილობდნენ, თავიანთი მედ–პერსონალი გადაამზადონ და დაწესებულება შესაბამისი ინვენტარით აღჭურვონ, რათა პაციენტებს სრული მომსხაურება გაუწიონ. მოსახლეობაში ადგილობრივი კლინიკების მიმართ ნდობის საკითხი სწორედ ამის შემდეგ აღდგება.
მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თვლის, რომ ქალაქში არსებული სამედიცინო დაწესებულებები ბიზნესად იქცა. მათივე მტკიცებით ადმინისტრაცია არა პაციენტის ჯანმრთელობაზე, არამედ შემოსავალზეა ორიენტირებული. ამასთანავე, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ექიმებს დაბალი ანაზღაურება აქვთ. შესაბამისად მათ სურვილი აღარ უჩნდებათ მოსახლეობას მაღალ დონეზე მოემსახურონ.
ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო მომსახურებას მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფკავშირიც აფასებს. პროფკავშირის მდივნის, ირაკლი ტყეშელაშვილის თქმით, საქართველოში სამედიცონო მომსახურების კუთხით, ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ეს საკამრისი არაა ქვეყანაში პაციენტებმა დამაკმაყოფილებელი მომსახურება მიიღონ. პროფკავშირის წარმომადგენელის თქმით, ადამიანების ჯანმრთელობა და ბიზნესი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და კლინიკებმა,, უპირველეს ყოვლისა საზოგადოების ინტერესები უნდა დაიცვან. ამასთანავე ირაკლი ტყეშელაშვილის მტკიცებით, ექიმებს საშუალება და სტიმული უნდა ჰქონდეთ, რომ თავიანთი საქმიანობა ხარისხიანად შესარულონ.
ახალციხეში ორი სამედიცინო დაწესებულება ფუნქციონირებს და ორივე მათგანი კერძო საკუთრებაშია. კილინიკა „იმედი“ ორი წლის წინ გაიხსნა, „უნიმედი სამცხემ“ კი ქალაქის რაიონული საავადმყოფს მმართველობა 2012 წლის სექტემბრის თვიდან აიღო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაწესებულება სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იყო, თუმცა ამ ეტაპზე „უნიმედი სამცხე“ „ალდაგი ბისიაის” შვილობილი კომპანიის, ”ჩემი ოჯახის კლინიკის” მფლობელობაშია.