,,მიხარია, როცა ვხედავ აცრის რიგში უფროსი ასაკის ადამიანებს, რა თქმა უნდა ამაში სახელმწიფოს გადაწყვეტილებამაც დიდი როლი ითამაშა, სოციალური დახმარება, წახალისება მათთვის, ვინც პირველად აიცრება, მაგრამ მთავარია პროცესი დაიწყო" - განაცხადა დაავადებათა ეროვნული კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილემ ახალქალაქში.
პაატა იმნაძის თქმით, კოვიდ19 ჩუტყვავილას გაუსწორდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ყველა აუცრელს შეხვდება.
,,ძალიან გვაწუხებს სამცხე-ჯავახეთი, ძალიან გვაწუხებს ქვემო ქართლი, სადაც ძალიან დაბალია მოცვა. გუშინ იქ ვიყავი, დღეს აქ ვარ.. მთავარია ეს პროცესი ამ ორ რეგიონშიც დაიწყოს. საქართველოში იცრებიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებიც ქვეყანაში მუდმივად ცხოვრობენ.
კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, რომ მონახავს ყველა აუცრელს. ადრე გრიპივით ვრცელდებოდა, ყველას არ ემართებოდა, მას შემდეგ რაც ახალი შტამები წამოვიდა, დელტა შტამი მითუმეტეს, მისი გადამდებლობა ჩუტყვავილას გაუსწორდა.
ყველას მონახავს ვინც აუცრელია, ვისაც იმუნიტეტი არ აქვს, გადატანილი თუ არ აქვს ახლო წარსულში ან აცრილი არ არის. ყველა უნდა აიცრას, რომ ყოველდღიურად არ ვკარგავდეთ ამ პატარა ქვეყანაში" - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.