„კოლაფსი იქნება, როცა ჰოსპიტალური სექტორი ვეღარ აუვა პაციენტების მიღებას“ - მაია ზალდასტანიშვილი
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების უფროსმა მაია ზალდასტანიშვილმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ჰოსპიტალური სექტორი ამ დატვირთვას უძლებს იმის ხარჯზე, რომ ბევრი პაციენტი ბინაზე გადის მკურნალობის კურსს.
„შეიძლება უკვე ტრაფარეტულია, მაგრამ მოვუწოდებ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ. ეს იქნება კოლაფსი, როცა ჰოსპიტალური სექტორი ინფიცირებულ პაციენტებს. ამას ჰოსპიტალური სექტორი უძლებს და არ არის კატასტროფა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი პაციენტი იმყოფება ბინაზე. ისწავლა ბევრმა მოქალაქემ, რომ დაუდასტურდება არ არის აუცილებელი იმ წუთში დაწვეს კლინიკაში.
თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მის განსაზღვრა, როდის სჭირდება პაციენტს ჰოსპიტალიზაცია. ეს მომენტი არ უნდა გამოეპაროს ოჯახის ექიმს და პაციენტს“, - აღნიშნა ზალდასტანიშვილმა.