ჯანდაცვის მინისტრი გადადგა
ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
ტიკარაძემ ისაუბრა მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე.
მისი თქმით, მისთვის ჯანდაცვის მინისტრობა იყო დიდი პასუხისმგებლობა. ეკატერინე ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს.
მისი საქმიანობა გაგრძელდება პარტიის პოლიტსაბჭოში.