„აცერი და დაიცავი“– ამ ლოზუნგით, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, ახალციხეში საინფორმაციო აქცია მოეწყო. ხოლო, ქალაქის საჯარო სკოლებსა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა.
ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმებმა, ადგილობრივებს იმუნიზაციასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდეს და მათ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.
ეპიდემიოლოგების თქმით, მსოფლიოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 14 მილიონი მათგანი იღუპება, აქედან 9 მილიონი – ინფექციური დაავადებებისგან.
ექიმების მტკიცებით, იმუნიზაცია მსოფლიოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომელიც ადამიანებს სიკვდილისაგან იცავს, ამიტომ ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, მოზარდები კალენდრის მიხედვით აუცილებლად უნდა აიცრან.
ევროპის იმუნიზაციის კვირეული 20 აპრილს დაიწყო და 25 აპრილამდე გაგრძელდება.