"კიდევ ერთი „პანდემია“ გვექნება, კომპიუტერული ტომოგრაფიის მავნე შედეგებით გამოწვეული" - მაია ბუწაშვილი
კოვიდინიცირებულებში კომპიუტერული ტომოგრაფიის თვითნებური გაკეთება გახშირებულია. მედიკოსები პროცესს საგანგაშოდ მიიჩნევენ და მოსახლეობას ურჩევენ "კატე" მკურნალ ექიმთან შეთანხმებით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გაიკეთონ. ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, კომპიუტერული ტომოგრაფიის თვითნებური და ხშირი გაკეთება უარეს შედეგებამდე მიგვიყვანს.
„კოვიდინფიცირებულებში „კატეს“ გაკეთება ძალიან იშვიათადაა საჭირო, ჩვენ წინ კიდევ ერთი „პანდემია“ გვექნება, კომპიუტერული ტომოგრაფიის მავნე შედეგებით გამოწვეული. განსაკუთრებით ბავშვებში. კოვიდინფიცირებულებში კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩვენება არის ძალიან იშვიათად. ფილტვის დაზიანების ქულა საერთოდ არ ნიშნავს ანტიბიოტიკის ჩვენებას, იმიტომ, რომ ესეც არის ვირუსით გამოწვეული დაზიანება და არა ბაქტერიით“, - განმარტა მაია ბუწაშვილმა.