იწვევს თუ არა ვაქცინები ორსულობის გართულებას?
„COVID 19-ის ვაქცინები არ იწვევს ორსულობის გართულებებს, - ამის შესახებ ევროკავშირის წამლების მარეგულირებელმა, რამდენიმე კვლევის დეტალური მიმოხილვის შემდეგ განაცხადა.
ევროპის მედიკამენტების სააგენტოს თქმით, მიმოხილვა, რომელიც დაფუძნებულია კვლევებზე, მოიცავს დაახლოებით 65 000 ორსულობას სხვადასხვა სტადიაზე. კვლევისას ვერ აღმოაჩინეს ორსულობის გართულების, მუცლის მოშლის, ნაადრევი მშობიარობის ან გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკი.
„ორსულობის დროს COVID 19-ის ვაქცინების მიღების სარგებელი აღემატება ნებისმიერ შესაძლო რისკს მომავალი დედებისთვის და არ დაბადებული ჩვილებისთვის“, - ამბობს სააგენტო.
შიდა ჯგუფის მიმოხილვამ, ასევე, დაადგინა, რომ ვაქცინები ისეთივე ეფექტიანია ორსულებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკის შესამცირებლად, როგორც არა ორსულებში.