22 იანვრის მონაცემებით, საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 42 % სრულად ვაქცინირებულია
22 იანვრის მონაცემებით, საქართველოში სულ 2 651 265 აცრაა ჩატარებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 317 488 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 45.8%. სრულად ვაქცინირებულია 1 205 638 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 42.0%. „ბუსტერ“ დოზით აცრილია 126 034 ადამიანი.
12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 723 (2.10%), სრულად აცრილია - 2 577 (1.45%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 318 (15.19%), სრულად აცრილია - 10 733 (13,24%).