„ომიკრონით“ ინფიცირებული ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები მაღალია
ახალი კვლევებით დასტურდება, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებული ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები მაღალია. ამის შესახებ „ევრონიუსი“ სამხრეთ აფრიკაში, ინგლისსა და შოტლანდიაში ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით წერს, სადაც ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, „ომიკრონ“ ინფიცირების მაჩვენებლებმა პიკს მიაღწია.
„ევრონიუსის" მიხედვით, კორონავირუსის ახალი შტამით დაავადებული ბავშვების ჰოსპიტალიზაციის შედარებით მაღალი რიცხვები დაკავშირებულია ამ ასაკობრივი სეგმენტის ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელთან: აშშ-ში 5 წლამდე ასაკის ბავშვებს ჯერ არ აქვთ ვაქცინაციის უფლება, ხოლო უფრო მოზრდილების ვაქცინაციის მაჩვენებელი კი ზრდასრულებისას ჩამორჩება.
კვლევის თანახმადვე, ვირუსი ყველაზე მარტივად იმ მოქალაქეებს გადააქვთ, ვინც მინიმუმ ორჯერადადაა აცრილი, საუკეთესო შემთხვევაში კი - გამაძლიერებელი, ე.წ. „ბუსტერ“ დოზები აქვთ მიღებული.
bm.ge