ჯანდაცვა
ევროკავშირმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები დაამტკიცა
ევროკავშირმა საგანგებო გამოყენებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები, პაქსლოვიდი დაამტკიცა. ამის შესახებ www.ema.europa.eu იუწყება.
ეს ევროპაში დამტკიცებული პირველი პრეპარატია COVID19-ის წინააღმდეგ, რომელიც პერორალურად გამოყენება. ის, პირველ რიგში, მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ პაციენტებში გამოიყენება.
პრეპარატი კომპანია ფაიზერმა გამოუშვა. აშშ-ში ჩატარებული კვლევების შედეგად მან პაციენტების ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რისკი 89%-ით შეამცირა.
წლის ბოლომდე ფაიზერი პაქსლოვიდის 50 მლნ აბის გამოშვებას აპირებს. ამჟამად ევროკავშირი კიდევ ერთი პრეპარატის, მოლნუპირავირის რეგისტრაციის საკითხს განიხილავს.
გააზიარეთ :