ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 997 ადამიანი აიცრა
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 997 ადამიანი აიცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 28 იანვრის მონაცემებით, სულ ქვეყანაში ჩატარებულია 2 695 237 აცრა.
მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 329 744 ადამიანი, რაც 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 46.3%-ს შეადგენს.
სრულად ვაქცინირებულია 1 216 849 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 42.4%-ს მოიცავს.
მათივე ცნობით, "ბუსტერით" აცრილია 146 419 პირი.
12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 854 პირი (2.17%), სრულად აცრილია - 2 700 მოზარდი, რაც 1.52%-ს შეადგენს.
16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 403 პირი, (15.29%). სრულად აცრილია - 10 818 (13,34%) მოზარდი.