„მომავალი ორი კვირა საკმაოდ კრიტიკული იქნება“
„მომავალი ორი კვირა იქნება საკმაოდ კრიტიკული“, - ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტლის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ძირითადი დატვირთვა ლაბორატორიულ სისტემასა და პირველად ჯანდაცვაზე მოდის.
„ახლა ვართ ძირითადი გავრცელების ფაზაში, ძალიან ბევრი ინფიცირებულია, რომელთა რაოდენობაც კიდევ უფრო გაიზრდება. ახლა ძირითადი დატვირთვა მოდის ლაბორატორიულ სისტემასა და პირველად ჯანდაცვაზე, რომელიც მოიცავს ონლაინ კლინიკებსა და ოჯახის ექიმებს.
მომავალი ორი კვირა იქნება საკმაოდ კრიტიკული, გამოჩნდება, თუ რამდენად დამძიმდება პაციენტთა მდგომარეობა და სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ დაიწყებს ინფიცირების მაჩვენებელი კლებას“, - აცხადებს ვახტანგ კალოიანი.