რას ნიშნავს „ხანგრძლივი კოვიდი“?
ე.წ „ხანგრძლივი კოვიდი“ კორონავირუსის კიდევ ერთი თვისებაა, რომელიც მას სხვა ვირუსებისგან გამოარჩევს, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
„ხანგრძლივი კოვიდი“ - ასე უწოდებენ ექიმები, იმ სიმპტომებს, რომლებიც შესაძლოა ინფიცირებიდან 7-8 თვემდე გაგრძელდეს.
შეიძლება კორონავირუსი მსუბუქად, საერთოდ უსიმპტომოდ გადაიტანოთ, მაგრამ შეიძლება შემდეგ გამოჩნდეს ისეთი გართულებები, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება და მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ჩვენი სიცოცხლის ხარისხზე. ეს შეიძლება იყოს ხველა, ძლიერი საერთო სისუსტე, ადვილად დაღლილობის შეგრძნება, ტემპერატურა, ძილის დარღვევა, დეპრესია, მეხსიერების პრობლემები, თმის ცვენა, სახსრების ტკივილი და ა.შ.“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, რომ რეკომენდაციების თანახმად, „ომიკრონ“ ვარიანტის მიმდინარეობის სიმარტივის მიუხედავად, სიტუაცია მოდუნების საშუალებას არ იძლევა. ვირუსის უსიმპტომოდ და მარტივად გადატანის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა სიმპტომები 7-8 თვის განმავლობაში გაგრძელდეს და ჯანმრთელობაზე სერიოზული ზეგავლენა იქონიოს.