„შესაძლოა, „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს“ - ალექსანდრე გოგინავა
ინფექციონისტ, ალექსანდრე გოგინავას თქმით, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის ახალი შტამი არ გამოჩნდება, ომიკრონი იქნება პანდემიის დასასრულის დასაწყისი.
„არის მოლოდინი, რომ შეიქმნება იმუნური ფენა და თუ ახალი შტამი არ გამოჩნდა, რისი დიდი იმედიც გვაქვს, „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს.“, - განაცხადა გოგინავამ.
გოგინავამ, ასევე, აღნიშნა, რომ 10-14 დღეში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდება. ინფექციონისტი მოსახლეობას კვლავ რეკომენდაციის დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
„ალბათ 10-14 დღეში ეპიდსიტუაცია უნდა გაუმჯობესდეს, მაგრამ ეს არ არის მცირე დრო. იმისთვის, რომ არ გადაიტვირთოს პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტლები, უნდა შევასრულოთ რეკომენდაციები და უფრო აქტიურად უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია“- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.