როდის შემოვა „ფაიზერის“ სამკურნალო მედიკამენტები საქართველოში?
კოვიდის სამკურნალოდ ამ პირობებში დღეს ყველაზე დიდი აქცენტი კეთდება “პაქსლოვიდზე”, რომელიც არის “ფაიზერის” წარმოებული მედიკამენტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ფაიზერის“ წარმოების სამკურნალო მედიკამენტის შემოტანაზე მუშაობა მიმდინარეობს.
“ჩვენ ვაწარმოებთ ამ მიმართულებით მუშაობას. დეტალების დაზუსტება მე დღეს კონტრაქტული ვალდებულებიდან გამომდინარე არ შემიძლია, თუმცა, მოკლე ხანში შევძლებთ დაზუსტებას, თუ როდის შემოვა მედიკამენტი ქვეყანაში”, – განაცხადა გაბუნიამ.
ამას გარდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს პატარა ასაკობრივი ჯგუფისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანაზეც.
“5-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებაზე მიდის მუშაობა და ვფიქრობთ, მალევე, დაახლოებით, მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი ეს ვაქცინაც ქვეყანაში”, – განაცხადა გაბუნიამ.