ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრილთათვის ევროკავშირის ქვეყნების საზღვრები იხსნება
ევროკავშირის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრილი პირებისთვის საზღვრების გახსნას გულისხმობს.
აქამდე ევროკავშირის ავოტრიზაცია მხოლოდ Pfizer-BionTech-ის, Moderna-ს, AstraZenec-ს, Johnson & Johnson-ისა და Novavax-ის ვაქცინებს ჰქონდათ.
როგორც ცნობილია, ცვლილება ძალაში პირველი მარტიდან შევა.
„წევრმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ დროებითი შეზღუდვა ევროკავშირში არაარსებითი მოგზაურობის შესახებ იმ პირებისთვის, რომლებიც ვაქცინირებულნი არიან ევროკავშირის ან ჯანმოს მიერ დამტკიცებული ვაქცინებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში შესულ პირებს კვლავ შესაძლოა მოსთხოვონ უარყოფითი PCR-ტესტის პასუხის წარდგენა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვაქცინების 2 დოზით არიან აცრილები.
interpressnews.ge