ჯანდაცვა
კოვიდ 19-ის მწვავე ფაზისგან გადარჩენილები, ფსიქიკური დარღვევების გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებიან – ზაზა წერეთელი
ადამიანები, რომლებიც კოვიდის მწვავე ფაზას გადაურჩნენ, ფსიქიკური დარღვევების გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებიან, – ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ხანგრძლივ კოვიდთან დაკავშირებულ კიდევ ერთი საინტერესო კვლევაზე წერს, რომელიც 16 თებერვალს the British Medical Journal-ში გამოქვეყნდა.
როგორც ზზა წერეთელი წერს, კვლევა ეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის შედეგების რისკების შეფასებას Covid 19-ით დაავადებულ ადამიანებში. კვლევა ჩაატარა აშშ-ს ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტმა.
როგორც წერეთელი წერს, მონაწილეობას იღებდა 153 848 ადამიანი, რომლებიც გადარჩნენ SARS-CoV-2 ინფექციის პირველი 30 დღის განმავლობაში. ასევე, მოიცავდა ორ საკონტროლო ჯგუფს: თანამედროვე ჯგუფი (n=5 637 840) SARS-CoV-2-ის მტკიცებულების გარეშე და ისტორიული საკონტროლო ჯგუფი (n=5 859 251), რომელიც წინ უსწრებდა კოვიდ 19-ის პანდემიას.
კვლევის შედეგად დადგინდა რომ Covid-19 ჯგუფმა აჩვენა შფოთვითი აშლილობის გაზრდილი რისკი, დეპრესიული აშლილობა, სტრესი და ადაპტაციის დარღვევები. ასევე გაიზარდა ოპიოიდების მოხმარების დარღვევები. Covid-19 ჯგუფმა ასევე აჩვენა ინციდენტის ნეიროკოგნიტური დაქვეითების რისკი და ძილის დარღვევა.
"აბსოლუტური რისკის სხვაობა 1000 ადამიანზე ერთი წლის განმავლობაში 23.85-დან ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობის ინციდენტის რისკი მუდმივად მაღალი იყო კოვიდ 19-ის ჯგუფში ჰოსპიტალიზებულ კოვიდ 19-ით დაავადებული ადამიანებში არა ჰოსპიტალიზირებულებთან შედარებით.
როგორც მკვლევარები ვარაუდობენ ადამიანები, რომლებიც გადაურჩნენ Covid 19-ის მწვავე ფაზას, იმყოფებიან ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების გაზრდილი რისკის ქვეშ. შესაბამისად, ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს კოვიდ 19-ით გადარჩენილთა შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მოგვარება.
საერთო ჯამში ხანგრძლივი Covid-ის შესახებ მტკიცებულებების მთელი რიგი მიგვითითებს SARS-CoV-2-ის შესახებ ბევრ ადამიანის (მათ შორის საქართველოში) შეხედულებების გადახედვის აუცილებლობაზე. ეს არ არის მხოლოდ რესპირატორული ვირუსი; ეს არის სისტემური ვირუსი, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს ზიანი და კლინიკური შედეგები თითქმის ყველა ორგანოს სისტემაში, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები და ნეიროკოგნიტური დაქვეითება“, – წერს ზაზა წერეთელი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 10 230 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
გააზიარეთ :