"სტრესულ მდგომარეობაში არიან, დეტალებს ვერ იხსენებენ" - ექიმი დაშავებულ ახალგაზრდებზე
19:55 / 20.05.2022
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამი ახალგაზრდა კლინიკა "ჯეოჰოსპიტალში" იმყოფება. მკურნალი ექიმის მიხეილ გოგიაშვილის ინფორმაციით, შეყვანილია 25 და 26 წლის ორი მამაკაცი და 20 წლის გოგონა. მედიკოსის განმარტებით, მამაკაცებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და ისინი კლინიკას მალე დატოვებენ. რაც შეეხება გოგონას, მას ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი და ოპერაციას საჭიროებს.
ექიმის თქმით, ახალგაზრდები სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან და მომხდარის შესახებ დეტალებს ვერ იხსენებენ.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე, მწვანე მონასტერთან, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მანქანა რომელშიც მეთორმეტეკლასელები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ერთი მოსწავლე გარდაცვლილი, ხოლო სამი დაშავებული დახვდა.
ავტომობილის წყლიდან ამოყვანა დაახლოებით სამი საათის შემდეგ მოხერხდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.