საქართველოში, ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი სტაბილურად მაღალი რჩება–აღნიშნული განცხადება, ჯამრთელობის კვლევის კავშირის დირექტორმა სამცხე–ჯავახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
მაია ბუწაშვილი რეგიონის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ დაავადების პროფილაქტიკის შესახებ ესაუბრა. მეცნიერებათა დოქტორის თქმით, ტუბერკულოზი საქართველოში დიდ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით კი მისი წამალგამძლე ფორმები, რადგან პროფილაქტიკური ღონისძიებები წლების განმავლობაში არასწორად ხდებოდა. მისივე თქმით, დაავადებულმა მკურნალობა დროულად და სწორად უნდა ჩაიტაროს და ამაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს დიდი როლი ეკისრებათ.
შეხვედრა რაბათის ისტორიულ კომპლექსში გაიმართა, რომელსაც ორგანიზება “ჯამრთელობის კვლევის კავშირმა” გაუწია.
მსგავსი ტიპის ტრენინიგ–სემინარები, საქართველოს მასშტაბით, სხვა რეგიონეშიც იმართება.