აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ, ამას შეგვიძლია „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ
ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ კოვიდს ამის გეგმები არ აქვს- ტალღისებური, აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ. ამიტომ შეგვიძლია ამას „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, არსებული ეპიდვითარება განგაშის საგანს არ წარმოადგენს.
„მოგეხსენებათ კორონავირუსი გარკვეული „ტალღებით“ ხასიათდება. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ჩვენ თუ შევხედავთ სხვა ქვეყნების ტენდენციას, დაახლოებით 2 თვით ჩამოვრჩებით ხოლმე, შემდეგ ტალღისებურად გადაინაცვლებს აღმოსავლეთ ქვეყნებში. საგანგაშო, მოულოდნელი სიურპრიზი არ უნდა იყოს. ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს დამთავრდა პანდემია, მაგრამ სამწუხაროდ, კოვიდს არ აქვს ამის გეგმები.
კოვიდს მუტაცია ახასიათებს, ეს მუტაციის უნარი რამდენიმე ფაქტორით არის მნიშვნელოვანი. პირველი - რამდენად სახეცვლილია მის წინა ვარიანტთან შედარებით, იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ დაემალოს იმ იმუნიტეტს, რომელიც ადამიანს აქვს. B.A.4 და B.A.5 ის გავრცელების პოტენციალი ძალიან გაზრდილია. რეპროდუქციული ინდექსი 18% არის, ეს ნიშნავს, რომ პლანეტაზე ყველაზე გადამდები დაავადების „წითელას“ გავრცელების მაჩვენებელს მიუახლოვდა. ერთ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია 18 ადამიანი დააინფიციროს.
ტალღისებური, აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ. ამიტომ შეგვიძლია ამას „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ. ამაში საგანგაშო არაფერია. ვხედავთ, რომ რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 5-ჯერ არის გაზრდილი“,- აღნიშნავს კულუმბეგოვი.