ესპანეთში „მაიმუნის ყვავილით“ გარდაცვალების მეორე შემთხვევა დადასტურდა
ესპანეთში „მაიმუნის ყვავილით“ გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.მედისკოები ვარაუდობენ, რომ ეს ლეტალური შემთხვევები მოიმატებს. აღნიშნულის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ორივე დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი იყო.
მაისის შემდეგ 80 ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ 22000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. დაფიქსირდა 75 საეჭვო გარდაცვალება აფრიკაში, უმეტესად ნიგერიასა და კონგოში, სადაც ვირუსი უფრო ფართოდ ვრცელდება.
გამოცემა წერს, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“ უმეტესი ნაწილი დაფიქსირდა მამაკაცებში, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან.
„ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო შესაძლოა, მეტი ლეტალური შედეგი დადგეს, ამის მოლოდინი გვაქვს“, - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის გადაუდებელი დახმარების უფროსი კეტრინ სმოლვუდი.