ყველა ომს მოაქვს ნარკოტიკი და მისი ჭარბი მოხმარება ეს დაუწერელი კანონია - ნარკოლოგი
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საქართველოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, პრობლემის აღქმა უჭირს და შესაბამისად, ნარკოტიკების მხრივ არსებული ვითარება მოუგვარებელია.
„ნეტა როდემდე იქნება ეს ხალხი სტრაუსის პოზაში და გაიგებენ, რომ „ბარიგა“ აღარ არსებობს და ეს ყველაფერი ინტერნეტით ხდება და ვირტუალურია. ეს „ბარიგა“ წარმოუდგენელია, ამის გაკონტროლება და დარკნეტის წინააღმდეგ ვერცერთმა ქვეყანამ ვერაფერი შეძლო! მეორე, ის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს და ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და რომ ქვეყანაში 60 000 ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელია და ვინც ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას მოიხმარს, იმათი რიცხვი არავინ იცის.
ის, რომ ამ ნივთიერებების მოპოვება შეიძლება ძალიან ადვილად და არც ბარიგა სჭირდება და არც არავინ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას მოიხმარენ რექრიაციული მიზნით და შესაბამისად, ესენი არ არიან მომხმარებლები და ნაყიდ უცნობ ამ ნივთიერებაში შესაძლებელია, აღმოჩნდეს მომაკვდინებელი ნარკოტიკი და ახალგაზრდა, რომელსაც არ აქვს ინფორმაცია, შეიძლება გარდაიცვალოს, რისი შემთხვევა არაერთხელ ყოფილა.
ამიტომ უნდა ჰქონდეს სწორი და უტყუარი ინფორმაცია. ის რომ სტრაუსივით გვაქვს თავი ჩაყოფილი და ვცდილობთ, რომ დავმალოთ და არ შევიმჩნიოთ ეს არ არის გამოსავალი. გამოსავალია, რომ ვეცადოთ, შევამციროთ ზიანი, რომელმაც შეიძლება ამ ნარკოტიკებმა ადამიანებს მოუტანოს!! მთელ მსოფლიოში ოპიატების კრიზისია, უმძიმესი მდგომარეობაა.
ამ მხრივ, უამრავი ადამიანი იღუპება ზედოზირებით და სახელმწიფოები ცდილობენ ზიანი შეამცირონ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით უმძიმეს მდგომარეობაში. გვერდით სახელმწიფოში მიდის ომი, უამრავი ლტოლვილი და გადაადგილებული პირია ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო დიდ რისკებს ქმნის ნარკოტიკის ტრაფიკის.
რომ დავწერ პოსტს და მერე ვკითხულობ კომენტარებს, მინდა წავშალო, იმიტომ, რომ აი, სულ სხვაგან მიდის ამ ადამიანების აზროვნება და მათი აგრესია და არა იქეთ რომ რაღაცა შევცვალოთ, დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა ამ უბედურებისგან. აი პოლიტიკურ კონტექსტში ან და რაღაც უაზრო კომენტარებში გადადის. ნუ, მეც აღარ დავწერ არაფერს და იყოს ისე, როგორც არის!! დავწერ ფისოებზე და ყვავილებზე, ძაღლებზე, ზღვაზე და ბუნებაზე.
გაბრწყინებულ საქართველოში და თქვენთვის სასურველი პოლიტიკური ძალის პირობებში მაინც იქნებიან ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკს იმიტომ, რომ საერთო პრობლემაა რელიგიისგან, გენდერისგან, სექსუალური ორიენტაციისგან და პოლიტიკური კუთვნიელბისგან მიუხედავად!!!“, - წერს ნარკოლოგი.
ზურაბ სიხარულიძე იმსაც აღნიშნავს, რომ ომი კიდევ უფრო ზრდის ქვეყანაში ნარკოტიკის შემოდინების პროცესს.
,,ყველა ომს მოაქვს ნარკოტიკი და მისი ჭარბი მოხმარება ეს დაუწერელი კანონია. მასე მოხდა ჩვენთან მასე მოხდება უკრაინაში და შემდგომი პერიოდიც. მაგ მხრივ იქნება მაგ ქვეყნისთვის ძაან რთული არც მანამდე ჰქონდათ კარგი სიტუაცია მაგრამ ახლა აუცილებლად დიდი აფეთქება იქნება! ჩვენც ჩართულები ვართ ამ ომში იდეურად ,პროპაგანდისტულად, რეალურად ირიბად თუ პირდაპირ ეს ჩვენ რეგიონში ხდება და ჩვენზე დიდ ზეგავლენას ახდენს, ის რომ საომარი მოქმედებები არ არის ჩვენ ქვეყანაში ეს არაფერს დიდს არ ნიშნავს.
ასევე საღდება როგორც ელიტარული ნარკოტიკები და მოხმარება დახურული ივენთებზე და არის ახალი სინტეტური ნარკოტიკები რომლებიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება რაც იწვევს ქცევის მოშლას, ეიფორიას, შემდგომ ძილიანობას, ძლიერ ტკივილს გულმკერდის და თავის არეში, არის ინფარქტის და ინსულტის განვითარების მაღალი რისკი! თუ მაინც მოიხმარეთ ან თქვენ ან თქვენმა ახლობელმა და გაქვთ უსიამოვნო შეგრძნებები ან ხედავთ რომ თქვენ გვერდში მყოფს აქვს უცნაური ქცევა არაადეკვატურია ვერ ერქმევა დროში და სივრცეში, აუცილებლად მიმართეთ 112 და დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სამედიცინო დეწესებულებაში!! გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენი ახლობლების სიცოცხლეს!“ - აღნიშნავს სიხარულიძე.