2021 წელს, საქართველოში 17 774 აბორტი გაკეთდა
2021 წელს, საქართველოში 17 774 აბორტი გაკეთდა, რაც წინა წლის აბორტების საერთო რიცხვზე 7%-ით ნაკლებია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული.
NCDC-ის ინფორმაციით, 2021 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული ხელოვნური აბორტების წილი 62.7%-ს უდრიდა.
ცენტრის ცნობით, ხელოვნური აბორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 25-34 წლამდე ქალების ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება. გასულ წელს, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში 9 414 აბორტი გაკეთდა.
ამასთან, 15-19 წლის ქალების ასაკობრივ კატეგორიაში აბორტის 448 შემთხვევა დარეგისტრირდა.
NCDC-ს ინფორმაციით, ხელოვნური აბორტის მეთოდის მიხედვით, 2021 წელს მედიკამენტური აბორტების წილი წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია.
ცნობისთვის, 2020 წელს საქართველოში 19 039 აბორტი გაკეთდა.
"ინტერპრესნიუსი"